სკანდალური განცხადების შემდეგ, კობახიძე სამებაში მივიდა - კრიტიკული მედია არ გააფრთხილეს

09.04.25 13:08
სკანდალური განცხადების შემდეგ, კობახიძე სამებაში მივიდა - კრიტიკული მედია არ გააფრთხილეს

ირაკლი კობახიძე, რომელმაც რამდენიმე საათის წინ 9 აპრილის შესახებ განცხადებაში რუსეთი საერთოდ არ ახსენა და ის „უცხოური ძალად“ მოიხსენია, სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. 

ივანიშვილის პრემიერმა კომენტარი მხოლოდ სამთავრობო მედიასთან გააკეთა, მისმა პრესსამსახურმა კრიტიკული მედია არ გააფრთხილა, რომ კობახიძე კომენტარის გაკეთებას გეგმადა. 

გაირკვა, რომ ის 9 აპრილის მემორიალთან არ მივა, სადაც რეჟიმის პატიმრების მშობლები და სხვა მოქალაქეები გუშინ საღამოდან შეიკრიბნენ.

სინდისის პატიმრების დედები ამბობენ, რომ მემორიალთან თაიგულებით მისვლის შესაძლებლობას „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არ მისცემენ.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ეს პროვოკაცია იყო, რომელსაც არ აყვა”.

ეს ყველაფერი არ არის, მოქალაქეები წერენ, რომ ოფიციალური განცხადების ქვეშ, ისინი კრიტიკულ პოსტებს ვერ წერენ, რადგან "მთავრობის ადმინისტრაცია" ასეთ კომენტარებსშლის და ბლოკავს. 

ვიდეომასალაში, რომელიც სამთავრობო არხებმა გაავრცელეს, კადრებში კობახიძის უკან არა ერთი ტიტუშკა ჩანს.  

მსგავსი სიახლეები