ზუსტადაც - ტოლობის ნიშანს ვსვამ, საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს "დიფ სთეითი" - კობახიძე

09.04.25 13:21
ზუსტადაც - ტოლობის ნიშანს ვსვამ, საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს "დიფ სთეითი" - კობახიძე

"ზუსტადაც - ტოლობის ნიშანს ვსვამ, საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით მოქმედებს "დიფ სთეითი" - ამის შესახებ სამებაში მყოფმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

"ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ "დიფ სთეითი" ამაში ევროპულ ბიუროკრატიას იყენებს"

ესეც არის ცარიელი სპეკულაციები. რეალურად, მე აქცენტი მქონდა პარალელზე 36 წლის წინაც მოქმედებდა სხვა გარე ძალა და დღესაც მოქმედებს ჩვენი ეროვნულ ინტერესების წინააღმდეგ გარე ძალა. რაც შეეხება ტოლობის ნიშანს - ზუსტადაც რომ მე ვსვამ ტოლობის ნიშანს, ზუსტად ისეთივე მეთოდებით მოქმედებს დღეს დიფ სთეითი, ახლა უკვე არა ამერიკის, მაგრამ ევროპული სტრუქტურების გამოყენებით, როგორც თავის დროზე, 36 წლის წინ მოქმედებდა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბჭოთა კაგებე. მეთოდები არ შეცვლილა, საბჭოთა კაგებეს მეთოდებით მოქმედებს დიფ სთეითი და რაც ყველაზე დასანანია, ამაში იყენებს ევროპულ ბიუროკრატიას. ეს უნდა დასრულდეს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება ძალიან მკაფიო პოზიცია მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი საზოგადოების ინტერესები. საზოგადოების ინტერესებშია ერთიანობა და არა სიძულვილი და გახლეჩა", - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები