რუსეთი კობახიძეს აქებს
რუსეთი ირაკლი კობახიძის განცხადებით კმაყოფილია. საქმე ეხება არალეგიტიმური პრემიერის მიერ 7 აპრილს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ "დიფ სთეითმა" ევროპულ სტრუქტურებს "უკრაინაში ომის გახანგრძლივება დაავალა".
რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელი, ალექსეი პუშკოვი ამბობს, რომ კობახიძემ სრული სიმართლე თქვა.
სიღრმისეული სახელმწიფო (რედ. - "დიფ სთეითი") - ეს უკვე არა მხოლოდ ამერიკული, არამედ გლობალური ფენომენია. ის საერთაშორისო დონეზე არსებობს. ის თავის ხელდასმულ ადამიანებს ნიშნავს პრემიერებისა და პრეზიდენტების პოსტებზე, მაგალითად, როგორც როტშილდებმა და მათმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს მაკრონი "იმისგან, რაც ჰქონდათ" და საფრანგეთის მეთაურად დანიშნეს. და ევროპაში ასეთი მაგალითები ბევრია. ის აუქმებს იმ არჩევნების შედეგებს, რომლებიც არ აწყობს და არასასურველ კანდიდატებს კენჭისყრიდან ხსნის. ის ლიბერალურ მედიას მითითებებს აძლევს და მანიპულირებს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია - მისი ფილიალებია. ამ გლობალურ სიღრმისეულ სახელმწიფოს მიზანდასახული აქვს უკრაინაში ომის გაგრძელება - პრემიერმა კობახიძემ ყველაფერი სწორად თქვა. ის (რედ. - "დიფ სთეითი") ვერ იტანს ტრამპს და მისი მონელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, - დაწერა პუშკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე.
შეგახსენებთ, რომ რუსი სენატორი, ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელი, ალექსეი პუშკოვი