ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში" - აშშ-ის საელჩო

09.04.25 13:36
ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში" -  აშშ-ის საელჩო

"ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში" -  აშშ-ის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

საელჩო რობინ დანიგანის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელმაც 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები