"დაგვარბიეს, გვყავს დაშავებული! - ზუგდიდში ხმაურია

09.04.25 13:59
"დაგვარბიეს, გვყავს დაშავებული! - ზუგდიდში ხმაურია

ხმაური იყო ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მყოფ მოქალაქეებთან პოლიცია მივიდა და ძაილს გამოყენებით დაშალა.

პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ ადგილზე სასულიერო პირებს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლი პარაკლისი უნდა გადაეხადათ, მოქალაქეებმა პარაკლისზე დასწრების სურვილი გამოთქვეს, რისი უფლებაც ზუგდიდის სამხარეო პოლციის წევრებმა მოქალაქეებს არ მისცეს. 

სრულად მშვიდობიანად ვიდექით ცხრა აპრილის მემორიალთან, შიგნითაც კი არ ვიდექით. ხმას არ ვიღებდით, რადგან ფარად მცირეწლოვანი ბავშვები დაიყენეს, ჩვენს სათქმელს ჩვენი ბანერები ამბობდა. მოვიდა ორასამდე პოლიციელი, მამაოს ლოცვის ფონზე დაგვარბიეს! გვყავს დაშავებული, რომელსაც აქვს სავარაუდოდ ტვინის შერყევა და გადაყვანილია ჰოსპიტალში”, - წერს სოციალურ ქსელში „დროას აქტივისტი“ მარიამ სიჭინავა.

მას შემდეგ, რაც აქტივისტები  ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით წაიყვანეს, 9 აპრილის მემორიალთან ადგილობრივი ხელისულფების წარმომადგენლები მივიდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები