სალომე ზურაბიშვილი: ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგას ახლავე, არა სიტყვებით, არამედ საპასუხო სტრატეგიით

09.04.25 14:57
სალომე ზურაბიშვილი: ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგას ახლავე, არა სიტყვებით, არამედ საპასუხო სტრატეგიით

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირისგან "ქართული ოცნების" რეპრესიულ პოლიტიკაზე უფრო მეტ რეაგირებას ითხოვს. ეს განცხადება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა დღეს, პრაღაში ჩეხეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს გააკეთა.

"ევროპის რეაქცია არ არის სათანადო იმისა, რაც ხდება საქართველოში"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილმა ყველა ის გამოწვევა ჩამოთვალა, რომლის წინაშეც ქართველი ხალხი "ოცნების" ერთპარტიული, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო დგას.

პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, რომელიც რუსეთის ჩრდილია და რომელიც თანდათან უფრო იზრდება.

მისივე განცხადებით, 1 წლის წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, დღეს კი იგივე ქვეყანას მიაქანებენ რუსული ორბიტისკენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პარტნიორებისგან ითხოვს:

  • სანქციები
  • პოლიტიკური სიცხადე
  • არჩევნების დაცვა 
  • ევროპული ღირებულებების დაცვა

პატივცემულო წევრებო, დღეს მოვიტანე ერთგვარი გაფრთხილება თქვენთან და მოწოდება. საქართველოს ტრანსფორმაცია ხდება არა ტანკების მიერ, არამედ კანონების და რეპრესიების მიერ. არა ერთ ღამეში, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ ვხედავთ, რომ თვალწინ გვენგრევა დემოკრატია რეალურ დროში. მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები ძალადობის და დაკავებების წინააღმდეგ არიან. ხდება ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და შეჩერებულია ათობით და ათასობით ევროს ოდენობით თანხა, რომელიც გამოიყენებოდა მედიისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

მიღებულია სახეცვლილი რუსული კანონი - თითოეულ დღეს მოაქვს ახალი რეპრესიული კანონი. სახელმწიფოს ღალატის მუხლიც კი დააბრუნეს კანონმდებლობაში. ჩვენი ინსტიტუციები გამოყენებულია ხალხზე რეპრესიებისთვის. ჩვენ ერთპარტიული სისტემის წინაშე ვართ და ყველაფერზე პასუხისმგებელია ერთი ადამიანი, რომელიც არის რუსეთის ჩდრდილი, რომელიც იზრდება და არის ევროპული დემოკრატიის წინააღმდეგ.

1 წლია წინ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, დღეს კი იგივე ქვეყანას მიაქანებენ რუსული ორბიტისკენ. ეს არის ავტორიტარული ტაქტიკის სატესტო ადგილი. ევროპის რეაქცია არ არის სათანადო იმისა, რაც ხდება საქართველოში. ეს არის ევროპული გამოწვევა და არა მხოლოდ ქართული კრიზისი. ეს არის გამოწვევა ლიბერალური დემოკრატიის წინააღმღდეგ მთელს ევროპაში. თუ დემოკრატია ასეთი დაზიანებული შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოში 30 წლიანი მხარდაჭერის შემდეგ, მაშინ რას ამბობს ეს დემოკრატიის მედრგობაზე?! თუ ამას დავუშვებთ, გამოდის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არის მოწყვლადი და მსხვრევადი, სადაც ავტოკრატებს შეუძლიათ წარმატების მიღწევა. საქართველოს მოსახლეობა მზადაა, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩვენ ვარ სტრატეგიული წერტილი, რომელიც მოიცავს შავი ზღვის რეგიონს.

საქართველოს მოსახლეობა მზადაა წინააღმდეგობის გასაწევად. საქართველო არაა შემთხვევითი ქვეყანა, ის არის ევროპის მეზობელი. თუ საქართველო ავტორიტარიზმში ჩაეფლობა, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ევროპის პოზიციებს ამ რეგიონში და მიაყენებს ზიანს ევროპის რეპუტაციას. თუ ევროკავშირი ვერ დაიცავს იმ ღირებულებებს, რომლის შესაქმნელადაც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ევროპის სტრატეგია მხოლოდ ქაღალდზეა და რეალური ძალა არ აქვს. რასაც 2008 წელს რუსეთმა ტანკებით ვერ მიაღწია, ახლა დაპყრობას ჰიბრიდული ძალებით ცდილობს. ამას არმია არ სჭირდება, სამი კომპონენტია საჭირო: მანიპულაცია არჩევნებში, დეზინფორმაცია-პროპაგანდა და ოლიგარქი, რომელიც მიიტაცებს სისტემებს. თუ ეს ჰიბრიდული მიდგომა გაამართლებს საქართველოში, ამის გადამრავლება შესაძლებელი გახდება სხვა ქვეყნებშიც.

ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგას ახლავე, არა სიტყვებით, არამედ საპასუხო სტრატეგიით. ახალი არჩევნები იქნება უსარგებლო თუ არ გვექნება ახალი მკაცრი წესები. ამ მიდგომით არჩევნებს არჩევნებამდე აყალბებენ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი პროევროპულია. საჭიროა სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ძალაუფლების მიტაცებას. დაიცავით ღირებულებები, რომლებსაც ხელს უწყობდით მანამდე, მართლმსაჯულება, მედია და სხვა. ჩეხმა ხალხმა იცის რას ნიშნავს ოკუპაცია, პროპაგანდა, თავისუფლების მოპოვება. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ თქვენ იბრძოლოთ ჩვენს  მაგივრად, მაგრამ იდექით ჩვენს გვერდით. თუ საქართველოს ვერ დავიცავთ ახლა, ხვალ შეიძლება ძალიან განსხვავებულ ევროპაში გაგვეღვიძოს, - თქვა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები