კაცი "ოცნების" პარტიული დროშით, მემორიალთან მისვლას ცდილობდა - აქტივისტები პროვოკაციაზე საუბრობენ

09.04.25 15:40
კაცი "ოცნების" პარტიული დროშით, მემორიალთან მისვლას ცდილობდა - აქტივისტები პროვოკაციაზე საუბრობენ

 

 

პარლამენტთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა - 9 აპრილის მემორიალთან, სადაც სინდისის პატიმრები და პროევროპული აქციის მონაწილეები იმყოფებიან, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მივიდა. 

კაცს, "ოცნების" დროშა ჰქონდა მოხვეული. 

"დედაშენმა მაიძულა აქ მოსვლა"- უთხრა მამაკაცმა სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც დაინტერესდა, ვისი დავალებით აწყობდა პროვოკაციას. 

აგრესიული მამაკაცი აქტივისტებმა დღეს "თავისუფლების მოედანზეც" შეამჩნიეს. კაცი თანამოაზრეებს ეძებდა, რომ დედების აქციაზე მისულიყო. 

საბოლოოდ, სავარაუდოდ, ე.წ. ტიტუშკა პოლიციამ გაიყვანა.