ევროსაბჭოს რეზოლუციის მოლოდინში - შეუჩერებენ თუ არა "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილებას?

09.04.25 17:27
ევროსაბჭოს რეზოლუციის მოლოდინში - შეუჩერებენ თუ არა "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილებას?

შეუჩერებენ თუ არა "ოცნების" დელეგაციას უფლებამოსილებას ევროსაბჭოში - მონიტორინგის კომიტეტის გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება. 

ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალვე ევროპელი პოლიტიკოსები ახალ რეზოლუციას დაამტკიცებენ. 

ევროსაბჭოში, სადაც ხვალ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, "ოცნების" დელეგაცია წარმოდგენილი არ იქნება. ივანიშვილის გუნდმა დასწრებაზე უარი თავად განაცხადა. 

ოპოზიციის თქმით, ასეთი მწვავე რეზოლუცია ევროსაბჭოში აქამდე არასდროს შედგენილა.

ამ უმნიშვნელოვანესი რეზოლუციით, რომელსაც ევროსაბჭო იღებს, დასტურდება, რომ ქართულ "ოცნებას" არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რომ მისი ლეგიტიმურობა ცნოს ევროსაბჭომ. როგორც ჩვენ ვნახეთ, რამდენიმე ხნის წინ, მათი უფლებამოსილება არ იქნა ცნობილი. პირიდაპირ იქნა მოთოვნილი, რომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური არჩევნები. შესაბამისად, ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის, რასაც "ოცნება" აკეთებს, პირდაპირ არის წინააღმდეგობაში იმ ვალდებულებებთან, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას, შესაბამისად, ასეთ რეჟიმთან ცივილიზებული სამყარო თანამშრომლობას არ აპირებს, ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

"ოცნების" დელეგაციისთვის  უფლებამოსილების შეჩერების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ივანიშვილის გუნდმა ევროპარლამენტის ევროსაბჭოს რეზოლუცია არ აღასრულა. 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვიტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის აპრილამდე, თუმცა გარკვეული პირობებით.

 

 

მსგავსი სიახლეები