36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - რეჟიმის წარმომადგენლებმა დღეს რუსეთი ვერ ახსენეს
36 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან - რეჟიმის ვერცერთმა მსახურმა დღეს ვერ თქვა, რომ ყველაფერი, რაც 1989 წლის ცხრა აპრილს მოხდა, რუსეთის ბრალია.
ივანიშვილის პრემიერმა, რომელმაც 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მისვლა ხალხის პროტესტის გამო ვერ შეძლო, სოციალურ ქსელში 4 აბზაციანი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ 9 აპრილს "ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა".
9 აპრილის შესახებ განცხადებაში რუსეთი არც თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს უხსენებია. მეტიც, ჩიქოვანმა 9 აპრილის გმირები "მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპულებად" მოიხსენია.
მემორიალთან ვერც შალვა პაპუაშვილი მივიდა. პატიმრების მშბოლებთან და დაღუპულების ოჯახის წევრებთან მისვლას ვერც ივანიშვილის დეპუტატებმა შეძლეს. ივანიშვილის გუდნის წევრებმა პარლამენტის შიდა ეზოში სპეციალური კუთხე მოაწყეს და იქ მიიტანეს ტიტები.
რუსთაველზე შეკრებილები და 9 აპრილის მოვლენების ღამენათევი მონაწილეები ოცნების პოსტებს კითხულობენ და მას მკაფიო სახელს არქმევენ - "ეს არათუ მხოლოდ ისტორიის გადაწერა, არამედ ეროვნული ინტერესების ღალატია".
ფბ პოსტის შემდეგ, ირაკლი კობახიძე განმარტებებს უკვე სამების ტაძრიდან აკეთებდა. ის ხალხსაც დაემალა და კრიტიკულ მედიასაც. სახელისუფლებო არხებთან კი თავსაც არ იმართლებდა, უფრო მეტიც, ტოლობის ნიშანი დასვა დასავლეთსა და კაგებეს შორის და თქვა, რომ დღეს საქართველოს დასავლეთიდან ზუსტად ისე ებრძვიან, როგორც 36 წლის რუსეთი ებრძოდა.
"ქართული ოცნების" ლიდერებს დღეს სამარცხივნო უწოდა სალომე ზურაბიშვილმა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.