დასანქცირდეს ივანიშვილი - ევროდეპუტატები რეჟიმის წინააღმდეგ EU-გან რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვენ
დასანქცირდეს ივანიშვილი და გადაიხედოს უვიზო რეჟიმის პოლიტიკა. ხალხის წამებაში მხილებული რეჟიმის წინააღმდეგ ევროპარლამენტარები რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვენ. დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე უმწვავესი ანგარიში წარადგინა.
გაყალბებული არჩევნები, რეპრესიული კანონები, ძალადობა დემონსტრანტებზე და შეჩერებული ევროინტეგრაცია - ყველა ეს საკითხი ანგარიშში მოხვდა, რომელსაც ევროდეპუტატები რამდენიმე კვირაში პლენალურ სხდომაზე დაამტკიცებენ.
არ დარჩენილა თითქმის არც ერთი ევროდეპუტატი, რომელიც დღეს სხდომაზე რეჟიმის სანქცირებას არ ითხოვდა.
ევროპამ ნაბიჯები უნდა გადადგას ახლავე, მიზანმიმართული სანქციები გვჭირდება - ეს უკვე საქართველოსოს პრეზიდენტის მოწოდებაა, რომელიც ჩეხეთის პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართავდა პარტნიორებს. სანქციები ერთადერთი ეფექტური ბერკეტია ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ, ამიტომ სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის ქვეყნებს ინდივიდუალური გადაწყვეტილებებისკენ მოუწოდებს.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.