თეა წულუკიანი გიორგი გახარიას ე.წ. კომისიაზე იბარებს

10.04.25 10:59
თეა წულუკიანი გიორგი გახარიას ე.წ. კომისიაზე იბარებს

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას ე.წ. კომისიაზე იბარებს. "პირველების" ინფრომაციით, ექს-პრემიერს უწყისი უკვე მიუვიდა. გახარია საქართველოში არ იმყოფება და უწყისი მის მოხუც მშობლებს ჩაბარდათ.

წინა საქმიანობის შემსწავლელი ე.წ. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა "ოცნების" პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს, სადაც წულუკიანმა თქვა, რომ გახარიას "პარლამენტში მიბრძანება მოუწევს", თუმცა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რა საქმესთან დაკავშირებით იბარებენ მას "პარლამენტში.

საქმე არის ძალიან ბევრი, მითუმეტეს 2012-2024 წლებთან დაკავშირებით მუშაობა ახლა დავიწყეთ და მაგალითისთვის მოსაბრძანებელია გიორგი გახარია და არა მარტო ის, არაერთი პოლიტკოსი, რომელიც მაშინაც მავნებლობდა და ახლაც ქვეყანას მავნებლობს გარედან", - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე თეა წულუკიანმა. 

ახლა საინტერესოა, რის შესახებ აქვს კითხვები წულუკიანს გახარიასთან და რა საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს "საქართველოსთვის" ლიდერი კომისიაზე - აღნიშნული კითვა "პირველებმა" ივანიშვილის დეპუტატებს დაუსვა, თუმცა ისინი კითვაზე პასუხს არ სცემენ, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც გახარია "პარლამენტში" მივა. 

როგორც გახარიას პარტიაში განმარტავენ, კითხვები ყოფილ პრემიერთან "ოცნებას" 20 ივნისთან დაკავშირებით აქვთ. 

გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, თუმცა გიდასტურებთ, რომ მის მშობლებთან, ოჯახში მივიდა უწყისი, რომელშიც წერია, რომ გიორგი გახარია დაბარებულია საგამოძებო კომისიის სხდომაზე. უწყისში წერია, რომ ეს ეხება 20 ივნისს. ეს არის გიორგი გახარიას გადასაწყვეტი, მივა თუ არა კომისიის სხდომაზე". - განაცხადა ტატა ხვედელიანმა. 

მსგავსი სიახლეები