რუსული პროპაგანდისტული მედია ირაკლი კობახიძეს ციტირებს
რუსული პროპაგანდისტული მედია ირაკლი კობახიძეს ციტირებს - სტატიები ოკუპანტ სახელმწიფოში ორი დღეა სწორედ ირაკლი კობახიძის განცხადებებზე დაყრდნობით იწერება. რუსული მედია იყენებს კობახიძის განცხადებებს უკრაინაში რუსეთის გასამართლებლად, სადაც "ოცნების" პრემიერი უკრაინაში ომის გაგრძლებას "დიფ სთეითს" აბრალებს და ამბობს, რომ სწორედ "დიფ სთეითის" წნეხს ვერ გაუძლო უკრაინამ.
რუსეთის სასარგებლო განცხადებად მიიჩნიეს ასევე კობახიძის გუშინდელი განცხადება 9 აპრილთან დაკავშირებით, სადაც ის საბჭოთა არმიას ვერ ახსენებს.
თავად 9 აპრილის მონაწილეები კი ამბობენ, რომ "ქართულ ოცნებას" ისტორიის გადაწერის მცდელობა აქვს.