ევროდეპუტატმა "ოცნება" ავტოკრატიის ჩამოყალიბებების მცდელობაში ამხილა

10.04.25 14:08
ევროდეპუტატმა "ოცნება" ავტოკრატიის ჩამოყალიბებების მცდელობაში ამხილა

"ოპოზიციის აკრძალვა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის მცდელობებთან ერთად არის სიგნალი საქართველოში ფუნქციური ავტოკრატიის ჩამოყალიბებაზე" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

საბინა ჩუდიჩიმ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული დრაკონული კანონები, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა, სამოქალაქო საზოგადოებას არათუ საფრთხეს უქმნის, არამედ რისკის ქვეშ აყენებს მის განგრძობად არსებობას.

სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე სწრაფად ვიწროვდება. პარლამენტმა არ გააუქმა კანონი, რომელიც აქ ბევრი დისკუსიის საგანი იყო, ის ჩაანაცვლეს "ფარას" ქართული ვერსიით. მონიტორინგის კომიტეტმა ვენეციის კომისიას კანონზე მოსაზრების წარმოდგენა სთხოვა. მხოლოდ ამ კვირაში "ქართულმა ოცნებამ" დააინიციირა ახალი კანონები, რომელიც მოითხოვს რომ ნებისმიერმა უცხოურმა დონორმა და ჩვენი საბჭოც შედის ამაში, უნდა ითხოვოს ხელისუფლებისგან ავტორიზაცია სანამ გამოყოფს გრანტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

ეს ვითარება არა მხოლოდ უქმნის საფრთხეს სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ რისკის ქვეშ აყენებს მის განგრძობად არსებობას.

ყველაზე შემაშფოთებელია ხელისუფლების ქმედებები დემოკრატიული ოპოზიციის სრული სპექტრის აკრძალვის შესახებ. ოპოზიციის აკრძალვა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვის მცდელობებთან ერთად არის სიგნალი საქართველოში ფუნქციური ავტოკრატიის ჩამოყალიბებაზე." - განაცხადა საბინა ჩუდიჩიმ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიხსნა - ამ წუთებში სტრასბურგში ევროდეპუტატები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობენ. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მოხსენების შემდეგ დებატები გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრებენ. საყურადღებოა, რომ ევროპარლამენტარები PACE-ში "ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხსაც განიხილავენ.

დებატების შემდეგ კი ევროდეპუტატები კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც 29 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტის სულისკვეთებას გაიზიარებს და მასში გაწერილი მოთხოვნები უცვლელი დარჩება. 

მსგავსი სიახლეები