ცვლილებები გომელაურის უწყებაში - გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შალვა ბედოიძემ გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი - რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად, პოლიციის პოლკოვნიკი - დავით კოდელაშვილი დაინიშნა.
რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, დავით კოდელაშვილს კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.