"საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მაშინ, როცა დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს" - გერმანიის სამთავრობო კოალიცია

10.04.25 15:28
"საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მაშინ, როცა დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს" - გერმანიის სამთავრობო კოალიცია

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაგრძელებაზე გერმანიის მომავალი სამთავრობო კოალიციის განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.

"კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის (4472):

საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს". - წერია განცხადებაში.

კოალიციური შეთანხმების შესახებ 9 აპრილს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD). 

მსგავსი სიახლეები