უილსონი ბრიტანულ სანქციებზე: ქართველი ხალხი გაიმარჯვებს
დიდმა ბრიტანეთის მიერ ქართული ოცნების კიდევ 4 მაღალჩინოსანის დასანქცირებას კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმაურება და ბრიტანეთის მთავრობას მადლობას უხდის.
მისი თქმით, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია ერთადერთი გზა წინ!
მადლობას ვუხდით ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს სანქციებისთვის, რომლებიც დაუწესდა ივანიშვილის რეჟიმის გენერალურ პროკურორს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ორ მაღალჩინოსანს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია ერთადერთი გზა წინ!
