პროკურორ გაბიტაშვილს საბანკო ანგარიში დაუბლოკეს
ბრიტანული სანქციების დაწესებიდან, რამდენიმე წუთში, თიბისი ბანკში გიორგი გაბიტაშვილის ანგარიშები აღარ იძებნებოდა. სანქციების აღსრულების მოტივით, სავარაუდოდ ბანკმა გააუქმა მთავარი პროკურორის ანგარიშები და დაბლოკა მისი პლასტიკური ბარათები.
დეკლარაციის თანახმად, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს სახელფასო ანგარიში თიბისი ბანკში ჰქონდა, სადაც ის თანხას ინახავდა, თუმცა ბრიტანული სანქციების შემდეგ, ეს ანგარიში გაუქმებულია.
თიბისი ბანკის სისტემიდან გიორგი გაბიტაშვილის ანგარიში სანქციების გამოცხადებიდან მალავე გაქრა, რაც აჩენს ვარაუდს, რომ ის ანგარიშზე არსებული თანხის გამოტანას ვერ მოასწრებდა.
განახლება: 
- დეკლარაციის თანახმად, გაბიტაშვილს ხელფასი თიბისი ბანკში ერიცხებოდა და დანაზოგსაც ამავე ბანკში ინახავდა. დეკლარაციაში წერია, რომ გაბიტაშვილი ბანკში 250 ათს ლარს ინახავდა, თუმცა გაერთიანებული სამეფოს სანქციების შემდეგ პროკურორმა მის ფულზე წვდომა დაკარგა.
საქართველოს პროკურორის, გიორგი გაბიტაშვილის სანქცირების დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება ბრიტანული სანქციების გვერდის ავლა.
სანქციებს დაექვემდებარება ნებისმიერი პირი, ვინც საქართველოს პროკურორთან ფინანსურ გარიგებაში შევა და ტრანზაქციას შეეცდება.
ბრიტანეთმა სანქციები გენ. პროკურორს და კიდევ 3 მაღალჩინოსანს 10 აპრილს დაუწესა.