დიდმა ბრიტანეთმა რეჟიმის კიდევ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

10.04.25 15:55
დიდმა ბრიტანეთმა რეჟიმის კიდევ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა -  ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: 

  • შალვა ბედოიძე (შს მინისტრის მოადგილე)
  • მირზა კეზევაძე (გდდ-ს უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის “ხარებას” მოადგილე)
  • კოკა კაციტაძე (სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი)
  • გიორგი გაბიტაშვილი (მთავარი პროკურორი)

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაღალჩინოსნებს ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული აქტივები გაეყინებათ და ბრიტანეთის საზღვრის კვეთას ვეღარ შეძლებენ. 

რა გახდა დასანქცირების საფუძველი?

  • გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელი იყო და არის იმ ქმედების გამოძიებაზე, რომლითაც ადამიანის უფლები მნიშვნელოვნად დაირღვა, როცა მოქალაქეები დაექვემდებარნენ სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. კონკრეტულად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძალადობრივად ამოიღეს მიზანში საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები. როგორც გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი პასუხისმგებელი იყო პოლიციის ძალადობაზე, სამართალდამცავი ორგანოების მოძალადე თანამშრომლების წინააღმდეგ  გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაზე, რაც მან ვერ შეძლო.
  • მირზა კეზევაძე არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველი მოპყრობას ან დასჯას. საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიზანში ძალადობრივად ამოიღეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები, ხოლო ამ ძალადობას ხელმძღვანელობდა მირზა კეზევაძე, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
  • შალვა ბედოიძის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების დროს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების გამოცხადების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზედამხედველობდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების მიმართ ძალადობის არაპროპორციულად გამოყენებას. შალვა ბედოიძე არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთ საქმიანობაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებაროს სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველი მოპყრობას ან დასჯას.
  • კარლო კაციტაძე არის ან/და პასუხისმგებელი იყო იმ ქმედების გამოძიებაზე ან დევნაზე, რომელიც წარმოადგენს პირთა უფლების სერიოზულ დარღვევას. მან განზრახ ან დაუფიქრებლად არ შეასრულა ეს პასუხისმგებლობა. კონკრეტულად, საპროტესტო აქციების დროს, რომელიც მოხდა უცხოური გავლენის კანონის მიღების შემდეგ, შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძალებმა მიზანში ძალადობრივად ამოიღეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კარლო კაციტაძე პასუხისმგებელია მომხდარი ძალადობის გამოძიებაზე, რაც ამ შემთვევაში მან ვერ გააკეთა. 

ცნობისთვის, ბრიტანეთმა სასამართლო კლანის ლიდერებად მიჩნეული მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე წინა კვირას დაასანქცირა. 

მანამდე შავ სიაში შეიყვანეს ვახტანგ გომელაური, ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი და მილერი ლაგაზაური.

მსგავსი სიახლეები