"ქართულ ოცნებას" საკუთარი ხალხი ჯოჯოხეთში მიჰყავს - ბრიკო
2024 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული "ქართულ ოცნებას" ქართველი ხალხი ჯოჯოხეთში მიჰყავს- ამის შესახებ ევროდეპუტატმა კრისტოფ ბრიკომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ აღებული გეზი PACE-ს ღირებულებებს ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება.
2024 წლის ოქტომბრიდან "ქართულ ოცნებას" საკუთარი ხალხი ჯოჯოხეთში მიჰყავს. რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების არჩევა ჩვენი საქმე არაა. ჩვენი როლია არჩეულ ხალხთან დიალოგი, მაგრამ ვუყურებ კანონმდებლობას, უკანონო დაკავებებს ბოლო 6 თვის განმავლობაში და ვფიქრობ, რომ საქართველო მიდის მიმართულებით, რომელიც ამ ორგანიზაციის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი არჩევანი გვქონდეს, თუმცა ჩვენ საბაზისო წესები გვაქვს, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება. ვის შეუძლია საქართველოში ქუჩაში საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა? ვის შეუძლია დემონსტრაცია?" - განაცხადა კრისტოფ ბრიკომ.
89 მომხრე, 3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა, დემოკრატია პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის, ამიტომ ევროდეპუტატები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, წინა რეზოლუციაში გაწერილი პუნქტები დაუყოვნებლივ შეასრულოს.
რა წერია დოკუმენტში? - სრულად მოცემულ ბმულზე იხილეთ.