"საქართველოს დემოკრატია რუსი ოლიგარქის პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა" - ზინგერისი

10.04.25 18:15
"საქართველოს დემოკრატია რუსი ოლიგარქის პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა" - ზინგერისი

"საქართველოს დემოკრატია ყოფილი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა" - ამის შესახებ ლიეტუველმა დეპუტატმა, ემანუელის ზინგერისიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამართული დეტაბების დროს განაცხადა. 

მისივე თქმით, ცივილურმა სამყარომ თავს უფლება არ უნდა მისცეს, რომ ამ ბრძოლაში პუტინმა გაიმარჯვოს, რომელსაც საბჭოთა კავშირის აღდგენის დაუოკებელი სურვილი აქვს. 

ამასთან, ემანუელის ზინგერისი 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსაც გამოეხმაურება და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი ყოფილა. 

საქართველოს დემოკრატია ბოლო წლების განმავლობაში ყოფილი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. ეს ტრაგედიაა, არ უნდა მივცეთ თავს უფლება დიქტატორმა პუტინმა გაიმარჯვოს, რომელიც ცდილობს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენას. მე ვაკვირდებოდი არჩევნებს. ყველა საარჩევნო უბანზე იყო დამონტაჟებული კამერები საარჩევნო ყუთის გვერდით. ეს მეტისმეტია. არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო." - განაცხადა ემანუელის ზინგერისიმ.

89 მომხრე3 წინააღმდეგი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა, დემოკრატია პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის, ამიტომ ევროდეპუტატები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, წინა რეზოლუციაში გაწერილი პუნქტები დაუყოვნებლივ შეასრულოს. 

რა წერია დოკუმენტში? - სრულად მოცემულ ბმულზე იხილეთ. 

მსგავსი სიახლეები