პანიკა ოლიგარქის შესაძლო სანქციების გამო - აღმოჩნდება თუ არა ივანიშვილი ფრანგული სანქციების ქვეშ

10.04.25 20:20
პანიკა ოლიგარქის შესაძლო სანქციების გამო - აღმოჩნდება თუ არა ივანიშვილი ფრანგული სანქციების ქვეშ

პანიკა ივანიშვილის სანქციების გამო - ოლიგარქის პარტიაში პანიკა ერთი ევროპარლამენტარის განცხადებას მოჰყვა. გერმანელი დეპუტატის ერთმა ფრაზამ ოცნების რეჟიმი მაშინვე თავდასხმის რეჟიმზე გადაიყვანა. ოლიგარქს ფრანგული სანქციების ეშინია. ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და პარიზთან ახლოს მილიონობით ევროს ღირებულების ქონება გააჩნია. მაშინ კი, როდესაც ივანიშვილის ქონება საფრთხეშია, “ქართული ოცნება“ მზად არის წავიდეს ყველაფერზე და საქართველოს მეგობრები კომუნისტებად შერაცხოს. 

ივანიშვილის ბოლო დეკლარაციის მიხედვით, თავად არა, მაგრამ მისი ცოლი საფრანგეთში ორ უძრავ ქონებას ფლობს - მათ შორის ლა-სენ- კლუში, თითქმის, 2 ათას კვადრატულ მეტრ ნაკვეთს და სახლს. “პირველების“ ინფორმაციით, ოლიგარქს აქვს კომპანიებზე გაფორმებული სხვა ქონებაც. პარიზში, პრინცესების ქუჩაზე ტყეში ჩაფლული სასახლე. “შაბათის ეთერმა“ მოიპოვა დოკუმენტები, ივანიშვილის ფრანგულ აქტივებზე, რომელთა კომპანიაზე გაფორმებითაც, სავარაუდოდ გადასახადებს არიდებს თავს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები