სად დაიწერა კობახიძის გუშინდელი ფეისბუქ პოსტი?

10.04.25 20:27
სად დაიწერა კობახიძის გუშინდელი ფეისბუქ პოსტი?

"ჩვენ ვნახეთ როდიონოვები სხვადასხვა ტანსაცმელში, სქესში და ასაკში" - შალვა პაპუაშვილი ასე პატიმრების მშობლებზე, 9 აპრილის მონაწილეებზე და იმ მოქალაქეებზე საუბრობს, ვინც გუშინ მას პარლამენტის წინ მიახლოების საშუალება არ მისცა. "ქართული ოცნების" მმართველობის ისტორიაში პირველად, 9 აპრილმა ისე ჩაიარა, რომ ივანიშვილის გუნდის წევრები მემორიალთან ვერ მივიდნენ. 

"ქართული ოცნება" დღეს მომიტინგეებს ისე მოიხსენიებს, როგორც საბჭოთა კავშირი მოიხსენიებდა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს 9 აპრილის შემდეგ. სისხლიანი ღამის გახსენების დროს რუსეთის ვერ ხსენების გამო გაბრაზებულებს პაპუაშვილი აზროვნებას უწუნებს, კალაძე კი მარგინალებს ეძახის. თუ გუშინ "ოცნებისთვის" დასავლეთიც და რუსეთიც უცხოური ძალა იყო, დღეს ამ ტერმინის ქვეშ საქართველოს მოქალაქეებიც შედიან. 

ივანიშვილის გუნდის წევრები რიტორიკას დღესაც არ ცვლიან. გუშინდელის შემდეგ რეჟიმის ლიდერებმა დღეს კიდევ უფრო მეტი თქვეს.  9 აპრილის მონაწილეებს როდიონოვს ადარებენ.

კალაძემ დათვალა და დაადგინა, რომ ის ფინანსური დახმარება  რაც შტატებს  და ევროპას საქართველოსთვის ჩაურიცხავთ, "კაპიკებია და მეტი არაფერი".

რეჟიმის პრორუსული განცხადებები - რუსუდან დუმბაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები