შემოუტრიალდება თუ არა "ოცნებას" 20 ივნისის საქმე? - წულუკიანი გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე იბარებს

10.04.25 20:36
შემოუტრიალდება თუ არა "ოცნებას" 20 ივნისის საქმე? -  წულუკიანი გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე იბარებს

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაზე იბარებს. "ქართულ ოცნებას" ექს პრემიერთან კითხვები 20 ივნისის საქმეზე აქვს. შესაბამისი უწყისი პარლამენტიდან გაიგზავნა და გახარიას მშობლებს ჩააბარეს. თავად ექს პრემიერი საქართველოში არ იმყოფება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ როგორც ჩანს წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილის მუქარის განხორციელებას შეუდგა, რომელმაც ღიად და საჯაროდ თქვა რომ გახარიას და მის პარტიას გაასამართლებდა. 

ახლა მთავარი კითხვაა მივა თუ არა ექსპრემიერი პარლამენტში და უპასუხებს თუ არა წლების განმავლობაში უპასუხოდ დარჩენილ კითხვას, ვინ გასცა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევის ბრძანება. ექსპრემიერის პარტიაში აცხადებენ, რომ გახარიას კომისიაზე მისვლა ოცნების თვითლიკვიდაციას გამოიწვევს, თავად გახარია კი მთელი დღეა დუმილის სტრატეგიას იყენებს. 

წულუკიანი გახარიას იბარებს - ხატია სამხარაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები