ვინ არის პოლიციელი, ვისაც სინდისის პატიმარი დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

10.04.25 20:40
ვინ არის პოლიციელი, ვისაც სინდისის პატიმარი დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს

გამომძიებელი, რომლის პატაკის საფუძველზეც ჟურნალისტი ნიკა კაცია დააკავეს, დღეს სასამართლოს პირად კონტაქტზე მყოფი იდუმალი ინფორმატორის შესახებ უყვებოდა. გასაიდუმლოებული წყაროს შესახებ პაატა მჭედლიშვილის გარდა, უწყებაშიც არავინ არაფერი იცის, თუმცა პოლიციელი ამტკიცებს, რომ ის სანდოა. პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმე, ყვებოდა, რომ ჰქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ნიკა კაცია ნარკოდამოკიდებულია და დიდი ოდენობით კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას ინახავს, თუმცა როგორც კი კითხვების დასმა სინდისის პატიმარმა დაიწყო, მჭედლიშვილმა ვეღარაფერი გაიხსენა.

პაატა მჭედლიშვილი ერთ-ერთია იმ პოლიციელებს შორის, რომელიც ნიკა კაციას თქმით, მას განყოფილებაში ამცირებდა და ღირსების შემლახავად ეპყრობოდა. სასამართლოს შენობა მჭედლიშვილმა თანმხლები პირების დახმარებით და სრული მდუმარებით დატოვა. არც ერთ კითხვაზე, რომელიც მის მიმართ არსებობს, გამომძიებელი პასუხს არ გვცემს.

დაკავებული ჟურნალისტის საქმიდან გამქრალია ოქროს მოწმე ტაქსის მძღოლი, ვინც ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა და სინდისის პატიმრის პროცესზე ერთადერთი ნეიტრალური მოწმე უნდა ყოფილიყო.

სინდისის პატიმრების საქმე - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები