ივანიშვილს ჩინოვნიკების ბედი საერთოდ არ აინტერესებს, მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს - დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, მერე გვიან იქნება-ხაზარაძე

10.04.25 20:33
ივანიშვილს ჩინოვნიკების ბედი საერთოდ არ აინტერესებს, მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს - დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, მერე გვიან იქნება-ხაზარაძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სხვადასხვა ქვეყნის მიერ მაღალჩინოსნების დასანქცირებას ეხმიანება და წერს, რომ “ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან!“

ხაზარაძე მაღალჩინოსნებს მიმართავს და მოუწოდებს, “დაფიქრდნენ და დროულად გაეცალნენ, სანამ დროა“.

“ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს“-წერს ხაზარაძე.

უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ. ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან!

როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?!

ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ არ აინტერესებს! მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს.

ამ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა - გადახედეთ უახლოეს წლებს, ეს კაცი ყველას ისევე მოგისვრით როგორც უამრავი მოიშორა ახლო წარსულში, თუმცა ამ დროისთვის, თქვენ უკვე ძალიან დაზიანებულები იქნებით.

დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება!

დრო ძალიან ცოტა დარჩა!,- წერს ხაზარაძე.

დასავლურმა სამყარომ „ქართული ოცნების“ უკვე 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაასანქცირა, რომელთაგან 98-ის ვინაობა გასაჯაროვდა, ხოლო დანარჩენებზე ანონიმური სამოგზაურო შეზღუდვებია დაწესებული.

 

მსგავსი სიახლეები