ბუაძე: ოჯახის წევრის დაკრძალვაზე გამგზავრება „რუსთავი 2“ -მა პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენა

10.04.25 22:09
ბუაძე: ოჯახის წევრის დაკრძალვაზე გამგზავრება „რუსთავი 2“ -მა პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე “რუსთავის 2-ის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, “ლელოს" ისნის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ რომელაშვილის მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ეხმიანება და წერს, რომ “ძალიან მარტივი იყო იმის გარკვევა, რომ ბაია ოჯახის უახლოესი წევრის დაკრძალვაზე წავიდა რუსეთში.“

ბუაძის თქმით, “არხს მისი პოლიტიკური კურატორის და ხელმძღვანელის ხელწერა კარგად ეტყობა და მათი ინტერესი ამ პოლიტიკური და მედია ანტისანიტარიის გავრცელება იყო.“

რათქმაუნდა ძალიან მარტივი იყო იმის გარკვევა, რომ ბაია ოჯახის უახლოესი წევრის დაკრძალვაზე წავიდა რუსეთში.
სამწუხაროდ, Rustavi 2 • რუსთავი 2-ის ინტერესში ეს თავიდანვე არ ყოფილა. მათი ინტერესი ამ პოლიტიკური და მედია ანტისანიტარიის გავრცელება იყო. 
აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტურ სტანდარტზე და იმაზე, რომ ადამინი ტრაგედიის დროს მაინც დავტოვოთ ხელშეუხებელი.
მე არაფერი მიკვირს რადგან ვიცი რომ ომში ვართ, სადაც ეს ტელევიზია რეჟიმის იარაღია ჩვენს წინააღმდეგ. ოღონდ ომსაც აქვს თავის წესები და იქაც იციან, რომ ადამიანს გლოვის შესაძლებლობა უნდა მიცე.
ძალიან კარგად ეტყობა ამ არხს მისი პოლიტიკური კურატორის და ხელმძღვანელის ხელწერა, რომელსაც არანაირი მორალური თვითდებოჭვა არ გააჩნია. ზუსტად ისეთ პასუხს მიიღებთ ჩემგან, როგორსაც იმსახურებთ,-წერს ბუაძე.

მსგავსი სიახლეები