"ოცნება" მესამე სექტორის წინააღმდეგ - პაპუაშვილი NGO-ებს "როდიონოვებთან" აიგივებს

11.04.25 11:04
"ოცნება" მესამე სექტორის წინააღმდეგ - პაპუაშვილი NGO-ებს "როდიონოვებთან" აიგივებს

არაღიარებული პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც პროევროპული აქციის მონაწილეები "როდიონოვის ჯარისკაცებთან" გააიგივა, დღეს ამტკიცებს, რომ “რამდენიმე ენჯეომ“ რუსთაველის გამზირზე ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა".

პაპუაშვილი, რომელმაც აზროვნება დაუწუნა 9 აპრილს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებმაც ივანიშვილის პრემიერის განცხადება გააპროტესტეს, დღეს მესამე სექტორს აკრიტიკებს.

„ორი დღე გავიდა, რაც რამდენიმე „ენჯეომ“ ამაზრზენი ძალადობის აქტი ჩაიდინა რუსთაველის გამზირზე. ზიზღით ალესილი ენით შეიარაღებული თანამედროვე როდიონოვები მემორიალთან გადაეღობნენ 9 აპრილის მონაწილეებს; მათ, ვისაც ამ დღეს დაღუპულებისთვის პატივის მიგება სურდა.

მეორე დღეა, რაც ამ „ენჯეოების“ დონორებმა ფეხქვეშ გაგვითელეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საკრალური დღე.

მეორე დღეა ისინი პასუხის, დაგმობის, გამიჯვნის ღირსადაც არ თვლიან საქართველოს საზოგადოებას და მათ ვისაც რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები