გიორგი ვაშაძე ე.წ. კომისიაზე არ მივიდა - წულუკიანი პროკურატურას მიმართავს
"ერთიანობის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე წულუკიანის ე.წ. კომისიაზე არ მივიდა - სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ე.წ. კომისია დღის ბოლომდე პროკურატურას მიმართავს.
ამის შესახებ წულუკიანმა ე.წ. კომისიის სხდომაზე განაცხადა.
ბატონი გიორგი ვაშაძე, რომელიც 10:00 საათზე იყო მოწვეული. ახლა, როგორც ყველა ხედავთ, 11:30 საათია. მისთვის პროცედურულად აბსოლუტურად ცალსახად იყო ცნობილი, რომ ის დღეს, კომისიის წინაშე უნდა გამოცხადებულიყო 10:00 საათზე. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით გონივრული დრო არის გასული მას მერე, რაც ის უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე და არ გამოცხადდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დღეს, კონკრეტულ საათზე, მაგრამ როგორც ვხედავთ, საათ ნახევარია გასული და ის არ მობრძანებულა. შესაბამისად, საკითხს კენჭისყრაზე ვაყენებ, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სსკ-ის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას", - განაცხადა წუწულიანმა.
თეა წულუკიანმა ე.წ. საგამოძებო კომისიაში გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია გუშინ დაიბარა. ოპოზიციის ლიდერებმა თქვეს, რომ "ოცნების" პარლამენტში მისვლას არ აპირებდენ, მეტიც გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნება" აქციაზე დაიბარა ხალხი ხმის მოსასმენად, თუმცა "ოცნება" ხალთან მისვლას და დალაპარაკებას არ აპირებს.
გიორგი ვაშაძემ დაიბაროს თავის გარემოცვა, მისი დასაბარებლები რომ გავხდებით, მაშინაა დაღუპული ეს ქვეყანა. აქ ვერ ვიტყვი იმას, რისი ღირსიც არის ვაშაძე. თუ ასეთი მაგარია ეს კურდღელი, ნამოვიდეს დ გასცეს პასუხი. მელია კიდე მთლად უარესი", - თქვა ალუდა ღუდუშაურმა.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.