კობახიძე ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი „რუსეთთან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიყვება“

11.04.25 12:30
კობახიძე ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი „რუსეთთან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიყვება“

ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან - ამის შესახებ განცხადება "ოცნების" პრემიერმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი „რუსეთთან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიყვება“.

ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ. ამ სფეროში, ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევები გაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოს ინტეგრაციის გზა უფრო ინტენსიურად იქნება განხორციელებული. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ.
ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთი ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი ხედვის ნაწილი ესეც არის" - თქვა ირაკლი კობახიძემ

მსგავსი სიახლეები