კონკრეტულ ქვეყნებში ქართველი ელჩები უსაქმოდ არიან დარჩენილნი - კობახიძე

11.04.25 14:18
კონკრეტულ ქვეყნებში ქართველი ელჩები უსაქმოდ არიან დარჩენილნი - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "კონკრეტულ ქვეყნებში ქართველი ელჩები უსაქმოდ არიან დარჩენილნი", რადგან "ოცნების" პრემიერის მტკიცებით, "ამ ეტაპზე შეუძლებელია, ამ ქვეყნებთან ურთიერთობა".

ამის შესახებ განცხადება "ოცნების" პრემიერმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

შემიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ იყო ქვეყნის ხელშემწყობი. 

ამ დრომდე ვდგავართ გამოწვევების წინაშე და გვიწევს, უფრო მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები მშვიდობისა და ჩვენი ერის კეთილდღეობისთვის ბრძოლაზე, ვიდრე სხვადასხვა ქვეყნებთან დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებაზე. ზოგიერთ კონკრეტულ ქვეყანაში ქართველი ელჩები პრაქტიკული სამუშაოს გარეშე არიან დარჩენილნი. იმიტომ, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ ქვეყნებთან ურთიერთობა. და ისინი ხშირად ჩივიან. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით მათ, რომ უნდა ველოდოთ მშვიდობის დროს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები