ევროპელი პარტნიორების განცხადებები გვიჩვენებს, რომ "ოცნება" დემოკრატიულობის გზას უნდა დაუბრუნდეს - ზურაბიშვილი
ევროპელი პარტნიორების განცხადებები გვიჩვენებს, რომ "ოცნება" დემოკრატიულობის გზას უნდა დაუბრუნდეს, ჩანიშნოს არჩევნები და გაათავისუფლოს პატიმრები, - ამის შესახებ ევროპული ტურნედაბ დაბრუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებიო ბრიფინგზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, პარტნიორებმა საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს, თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, ამაში საპასუხისმგებლო წვლილი სწორედ ივანიშვილის გუნდმა უნდა შეიტანოს.
ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გამოხატული საზოგადოებისგან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საზოგადოებრივი დიდი ფორუმი დემოკრატიის დაცვის მიზნით, სადაც საქართველოს საკითხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღეთ ჩვენ ევროპულ გზაზე. ყველა განცხადება, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან არის გაკეთებული ამ დღეებში ან წინა პერიოდში, ყველა მხოლოდ ერთ რამეს გვიჩვენებს, რომ საქართველოს ევროპული გზა დამოკიდებულია იმაზე, ჩვენ და „ქართული ოცნება“, რომელსაც ბერკეტები გააჩნია, დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს, რეპრესიები გააჩეროს, პატიმრები გამოუშვას, არჩევნები დანიშნოს. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ არ შეჩერდეს დიდი ხნით. სხვანაირად ქვეყანას ევროპის გზაზე ვერავინ წაიყვანს - ეს ტყუილია. ამ დროს კი იზოლაციაში, სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში ვრჩებით, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
მსგავსი სიახლეები
საშუალო ხელფასის 2400 ლარად წარმოჩენა და ამ რიცხვით ტრაბახი სტატისტიკური ტყუილია - თაზო დათუნაშვილი
"ლელო” გამოდის ინიციატივით, რომ ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი აიწიოს მინიმუმ 100 000 ლარამდე და მხოლოდ იმ მოქალაქეებს დაევალოთ ქონების გადასახადი, რომლებსაც 100 000 ლარი და მეტი აქვს შემოსავალი.