შედგა თუ არა გარიგება ივანიშვილსა და პუტინს შორის - უთქმელი ამბები "ეფ ეს ბე"-ს ყოფილმა პოლკოვნიკმა გათქვა

11.04.25 20:10
შედგა თუ არა გარიგება ივანიშვილსა და პუტინს შორის - უთქმელი ამბები "ეფ ეს ბე"-ს ყოფილმა პოლკოვნიკმა გათქვა

ФСБ-ს ყოფილმა პოლკოვნიკმა ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის გარიგების დეტალები გაამჟღავნა. გენადი გუდკოვმა "ევროსკოპთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ პუტინმა ივანიშვილთან გარიგება დადო და ეს 2012 წლამდე მოხდა, იქამდე, სანამ ქართველი ოლიგარქი ხელისუფლებაში მოვიდოდა.

რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ პუტინმა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის უფლება კონკრეტული პირობებით მისცა, რის შემდეგაც ივანშვილმა რუსეთში მილიარდობით ღირებულების აქტივების გაყიდა, ესეც პუტინის ნებართვით და სანაცვლოდ ვალდებულებების შესრულება დაეკისრა. 

ივანიშვილმა პუტინის გეგმა წარმატებით შეასრულა. თუ რუსული სტილის კანონებს და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზის ჩაშლას შევხედავთ, რთული გამოსაცნობი არაა, რომ რუსი დიქტატორის დავალება საქართველოს დასავლეთთან ჩამოშორება და რუსული ორბიტის ქვეშ მოქცევა იყო. სანქცირებულმა ივანიშვილმა დავალება ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა შეასრულა.

ФСБ-ს ყოფილმა პოლკოვნიკმა ინტერვიუში არაერთი სკანდალური დეტალი გათქვა. ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ივანიშვილისა და პუტინის გარიგების შესახებ რუსი ოლიგარქებისგან აქვს. 

რუსი ოპოზიციონერი, რომელსაც პუტინი დღემდე დევნის, ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს რუსული ეფ ეს ბე- დან მაღალი რანგის ოფიცრებიც სტუმრობენ.  ანუ, რუსული სპეცსამსახურის აგენტები, რომლებიც თბილისში ყალბი დოკუმენტებით შემოდიან და ვინაობას მალავენ, კოკრეტული მისიით იმყოფებიანნ და ეს ივანიშვილის რეჟიმის გაკონტროლებაა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები