ბრიტანული სანქციების ეფექტი - სანქცირებულთა ოჯახის წევრები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცნენ

11.04.25 20:05
ბრიტანული სანქციების ეფექტი - სანქცირებულთა ოჯახის წევრები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ მოექცნენ

საქართველოს გენერალური პროკურორის დედის და ცოლის ანგარიშები განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ ექცევა. გიორგი გაბიტაშვილს ანგარიშები გაყინული აქვს, მისი სანქცირების შემდეგ კი ოფენ-სანქშენსის პორტალმა უკვე რისკ ჯგუფში შეიყვანა მისი ახლო გარემოცვის წევრები.

რატომ?! არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, სანქცირებულმა პირებმა ოჯახის წევრები სანქციებისგან თავის ასარიდებლად გამოიყენონ. მაგალითად, გენერალური პროკურორის ცოლის ანგარიშები ამ დრომდე მოქმედია. მაგდა მაჩაიძეს ორი საბანკო ანგარიში აქვს. თუ ის ქმრის დახმარებას გადაწყვეტს, გიორგი გაბიტაშვილთან ერთად თავადაც სანქციებს მიღებს.

ბანკებმა სანქციები დაწესებიდან რამდენიმე საათში აღასრულეს. ახლა მთელი ყურადღება უკვე "ოცნების" ჩინოვნიკების ოჯახის წევრებზეა გადატანალი.

გენერალური პროკურორის მსგავსად, კონტროლის ქვეშ მოექცნენ კარლო კაციტაძისა და შალვა ბედოიძის ცოლებიც. ოჯახის წევრების ანგარიშების გამოყენება, ფინანსურ გარიგებაში შესვლა უკვალოდ ვერ ჩაივლის - ასე მუშაობს ბრიტანეთის ფინანსური სანქციები.

ახლა საკითხავია, დაბლოკილი ანგარიშების პირობებში, როგორ უნდა აიღონ ყოველთვიური ხელფასი გენერალურმა პროკურმა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ან გომელაურის მოადგილემ? ეს სავარაუდოდ, სახელმწიფო ხაზინის გავლით ვერ მოხდება, მათ შორის, ფულს ბიუჯეტიდან ვერც ნაღდი სახით მისცემენ. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეჭვობს, რომ ოლიგარქის შავი სალარო ამუშავდება, სადაც ფული, ძირითადად, ივანიშვილის გარემოცვის ბიზნესმენების წყალობით ხვდება.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები