წულუკიანი ბრაზს ვერ მალავს - რა შეუთვალა კომისიის შეფს ნიკა მელიამ

11.04.25 20:43
წულუკიანი ბრაზს ვერ მალავს - რა შეუთვალა კომისიის შეფს ნიკა მელიამ

თეა წულუკიანი ნიკა მელიაზე განსაკუთრებით გაბრაზებულია. არ ამბობს მიზეზს, თუმცა მელიას პასუხი, რომელიც წულუკიანს მისი აპარატის თანამშრომლის პირით შეუთვალა, წულუკიანმა მისი საქმიანობის აბუჩად აგდებად ჩათავალა. რა უთხრა მელიამ ასეთი შუამავალს, არცერთი მხარე არ ამბობს, მაგრამ კომისიის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებით ცხადი ხდება, საქმე დიდი ჯახთან გვაქვს. 

თეა წულუკიანის პირველი იმედგაცრუება გიორგი ვაშაძეს უკავშირდება. წულუკიანი ვაშაძეს საათნახევარი ელოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა უარი კომისიაში მონაწილეობაზე, პარლამენტში სხდომა ორი საათის დაგვიანებით მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ წულუკიანი დროს მაინც აძლევდა. 

"ქართული ოცნება" ოპოზიციას საგამოძიებო კომისიაზე იბარებს, ოპოზიცია კი "ქართულ ოცნებას" აქციაზე, ხალხთან, პარლამენტის წინ. თუმცა, ხალხთან მისვლა და მათი მოსმენა რომ ივანიშვილის პარტიისთვის პრობლემას წარმოადგენს, ეს არაერთხელ და განსაკუთრებით, ბოლო დღეებშიც გამოჩნდა. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები