საქართველოსთან დაკავშირებით 37 სახელმწიფო ეუთოს მიმართავს
საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესების გამო 37 ქვეყანა შეშფოთებას გამოხატავს და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას მიმართავს.
- ეუთოს წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებას გერმანიის ელჩი, სუზან შიუტცი ავრცელებს.
37 ქვეყანა "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ "პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ეუთოს ინსტიტუტებთან ინკლუზიური დიალოგი დაიწყოს".
გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველში ადამიანის უფლებების მდგომაროების გაურესების გამო. თებერვალში ჩვენი ბოლო დისკუსიის შემდეგ, ჩვენ სამწუხაროდ მომსწრე გავხით იმისა, თუ რა შემდგომ ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება თავისი დემოკრატიული და უფლებადაცვითი ვალდებულებებისგან გასვლის თვალასაზრისით“, - წერია 11 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
ეუთოს წევრი სახელმწიფოები შეშფოთებას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით გამოხატავენ:
- საკანონმდებლო გზით სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა,
- დამოუკიდებელი მედიის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის პასუხისმგებლობის არდაკისრება და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ დაუდგენელი ჯგუფების მხრიდან ძალადობა;
- წინასწარი პატიმრობის გაუმართლებელი ხანგრძლივობის ვადები და ცნობები წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე“.
- „ქართული ოცნების“ მიერ FARA-ს კანონის მიღებაზე:
ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა შესაძლოა კიდევ უფრო შეზღუდოს და წაართავს სამოქალაქო საზოგადოებასა და უფლებდამცველებს საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი გარანტიები.
ეუთოს წევრი სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ყურადღება საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებასაც ეთმობა. ისინი ერთპარტიული პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.
საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელმა ქმედებებმა საქართველო კიდევ უფრო დააშორა დემოკრატიას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, განგრძობადი კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზებით გადაწყვეტისთვის...
მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის მისწრაფებას და დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ და მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოსთან, რათა უზრუნველვყოთ ის შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემა“, - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ალბანეთი
- ავსტრია
- ბელგია
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბულგარეთი
- კანადა
- ხორვატია
- კვიპროსი
- ჩეხეთი
- დანია
- ესტონეთი
- ფინეთი
- საფრანგეთი
- საბერძნეთი
- ისლანდია
- ირლანდია
- იტალია
- ლატვია
- ლიხტენშტეინი
- ლიეტუვა
- ლუქსემბურგი
- მალტა
- მონტენეგრო
- ნიდერლანდი
- ჩრდილოეთ მაკედონია
- ნორვეგია
- პოლონეთი
- პორტუგალია
- მოლდოვა
- რუმინეთი
- სლოვენია
- ესპანეთი
- შვედეთი
- შვეიცარია
- გაერთიანებული სამეფო
- უკრაინა
- გერმანია