პატარა კაცია ივანიშვილი, ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს - პოლკოვნიკი თავდგირიძე

12.04.25 10:25
პატარა კაცია ივანიშვილი, ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს - პოლკოვნიკი თავდგირიძე

პატარა კაცია ივანიშვილი, დიდი ქონებით, მაგრამ ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს - ასე ეხმაურება წულუკიანის სკანდალურ განცხადებას საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, ჯგუფი “ფარის” წევრი, გიორგი თავდგირიძე.

თავდგირიძე ამბობს, რომ "ოცნებას" ჯარი და ჯარისკაცები სძულს".

მათი საქციელი უნდა დაამცროს, რომ თავისი უსუსური არსებობა ცოტა მაინც გაამართლონ - ამბობს პოლკოვნიკი.

უბრალო კაცი იყო და დიდი საქმე შეძლო ანწუხელიძემ

პატარა კაცია ივანიშვილი, დიდი ქონებით, მაგრამ ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს. 
  

‼️ ორი ამბის გამო ძულს ოცნებას ჯარი და ჯარისკაცი.

ერთი მიზეზი ადამიანურია.
ჯაბანს ვაჟკაცის შურს, ლაჩარს სხვისი მეომრობა საკუთარ თავისადმი პატივისცემას აკარგვინებს და უსუსურობის განცდას ზიზღით იამებს.
ოცნება რაც არის იმას ამბობს, მშვიდობა კი არ უნდა, ომის ეშინია❗️ 

თუ მეომარი არ ხარ, მშვიდობა მონობაა❗️
 ოცნების მშვიდობის პროპაგანდა თავისი არსით მონობის პროპაგანდაა,
ჯაყოს წინაშე თეიმურაზის უნიფხვობა, უსუსურობა, დაკარგული კაცობა. კაცობადაკარგული ოცნებაც წულუკიანის "იუბკას" ამოეფარა და გესლს ანთხევს ანწუხელიძის და სხვა ცოცხალი ჯარისკაცების მეომრული სულის მიმართ.

მათი საქციელი უნდა დაამცროს, რომ თავისი უსუსური არსებობა ცოტა მაინც გაამართლონ.
 
უსენის დრო გვიდგას, დიდ ვაჭრებისა და პატარა ჩარჩების.
ეს ტკივათ განსაკუთრებით:

“თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი,
შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი;
მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი!
მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

❗️მეორე მიზეზი კიდე უფრო ბანალურია.

ქართული ჯარი სამხედრო განათლებით ამერიკულია, საბრძოლო გამოცდილებაც ამერიკული აქვს და მეგობრობაში გადასულია ქართველი და ამერიკელი სამხედროების პარტნიორობა.  ჩრდილოელ ბომჟებს კი ყველაფერი ამერიკულის ეშინიათ და შურთ, რაც კი პატრონს ძულს, ქართველ მონასაც უნდა ძულდეს.
ამიტომაც ძულს მონა ბიძინას და მონა თეას ქართული ამერიკული ჯარი.
    
  ამიტომ ვერ უსვენებენ ანწუხელიძის სიდიადეს.

🇬🇪 🛡 ✊ 🇬🇪
უბრალო კაცი იყო და დიდი საქმე შეძლო ანწუხელიძემ, პატარა კაცია ივანიშვილი, დიდი ქონებით, მაგრამ ბნელი სულით, ანწუხელიძის სიკვდილიც შურს. 
  🇬🇪 🛡 ✊ 🇬🇪
 სანამ შოთას რაინდობა არ დაბრუნდება და უსენიზმს შევეგუებით, მანამდე ანწუხელიძე და სხვა ჯარისკაცები მუდამ იქნებიან ოცნების შეურაცხყოფის ობიექტები. 

❗️❗️❗️
ოცნებაზე ნუ ბრაზობთ, საკუთარ თავს გაუბრაზდით, ოცნება ჯერ კიდე აქ რომ არის". წერს გიორგი თავდგირიძე

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. 

წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.

 

მსგავსი სიახლეები