"ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ "უაზროდ განწირული", კანონის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არაა?" - ზურაბიშვილი

12.04.25 11:08
"ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ "უაზროდ განწირული", კანონის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არაა?" - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თეა წულუკიანის მიერ გიორგი ანწუხელიძეზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: 

ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ “უაზროდ განწირული”, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი? 
არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტალურად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ"- წერს სალომე ზურაბიშვილი.

თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა. 

წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ ანწუხელიძე “ვიღაცის პიარს” შეწირულია.

 

მსგავსი სიახლეები