ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა. ივანიშვილის პრემიერსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავცრელებულ ინფრომაციაში ნათქვამია, რომ "მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები".