ზარქუას მტკიცებით, "წულუკიანი გულისხმობდა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია"
ირაკლი ზარქუას მტკიცებით, "თეა წულუკიანი გულისხმობდა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირია" - ივანიშვილის დეპუტატი წულუკიანის გუშინდელ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ე.წ. საგამოძებო კომისიის თავმჯდომარემ საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს “უაზროდ განწირული” უწოდა.
„ქალბატონი თეა (...) გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ“ - თქვა ირაკლი ზარქუამ.
ივანიშვილის გუნდის წევრს არ აუხსნია, თუ როგორ გულისხმობს „უაზროდ განწირულობა“ „გმირობას“, თუმცა დღეს ირწმუნებოდა, რომ „ქალბატონმა თეამ ის ბრძანა, ეს ომი რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ის გმირები, რომლებითაც ვამაყობთ, ყველანი სახლში იქნებოდნენ, თავის ოჯახებში იქნებოდნენ.“