ევროსაბჭოს მძიმე რეზოლუციის შემდეგ, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

12.04.25 16:20
ევროსაბჭოს მძიმე რეზოლუციის შემდეგ, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მძიმე რეზოლუციის შემდეგ, ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა - შეხვედრა თურქეთში შედგა, სადაც ორივე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმს ესწრება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას.  მხარეებმა განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. კობახიძემ  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ"

ეს არის ის ინფორმაცია, რაც კობახიძის ადმინსიტრაციამ გაავრცელა, რა პასუხი მიიღო ევროსაბჭოს გენერალურ მდივნისგან, ამ თემბზე განცხადებაში საუბარი არ არის.

აღნიშნული განცხადების შემდგე, უკვე თავად კობახიძემ დაწერა სოციალურ ქსელ X-ზე შეხვედრის შესახებ. ივანიშვილის პრემიერი ირწმუნება, რომ ალან ბერსესთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა.

შეხვედრისას ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ევროპული ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს.
შეხვედრისას დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგი“, -  წერს კობახიძე.

  • შეგახსნებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტის ხელმომწერები თანხმდებიან, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა, დემოკრატია პროგრესის ნაცვლად რეგრესს განიცდის, ამიტომ ევროდეპუტატები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, წინა რეზოლუციაში გაწერილი პუნქტები დაუყოვნებლივ შეასრულოს. 
  • რა წერია დოკუმენტში? - სრულად მოცემულ ბმულზე იხილეთ.

 

 

მსგავსი სიახლეები