9 აპრილის უცნობი კადრები

12.04.25 20:52
9 აპრილის უცნობი კადრები

ისტორიის გაკვეთილები მათთვის, ვინც ცდილობს, რუს ჯარისკაცებს ქართველების მკვლელობა ჩამორეცხოს - "შაბათის ეთერი" 1989 წლის 9 აპრილის აქამდე უცნობი კადრებს ასაჯაროებს, რომელიც ისტორიამ შემოინახა. 36 წლის შემდეგ, ნინო ბაგრატიონი პირველად უყურებს ჩანაწერს, სადაც ის, 17 წლის გოგო, საბჭოთა არმიის მიერ წამებით მოკლულ მეგობარს, ნათია ბაშალეიშვილს გლოვობს.

მაშინ არც იცოდა, რომ თბილისის 51-ე სკოლის მეათე კლასის მოსწავლის, ნათია ბაშალეიშვილის დაკრძალვის დღეს ამერიკელი ჟურნალისტი და მისი ოპერატორი იღებდნენ. კადრები 1989 წლის 23 აპრილს ვერის სასაფლაოზეა გადაღებული.
 
ცხრა დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა ქიმიური იარაღით მოწამლული და ნიჩბით დაჩეხილი ნათია ბაშალეიშვილის გადარჩენა ვერ მოახერხეს. 

ნინო ბაგრატიონი მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელი იყო. ნათია ბაშალეიშვილი მისი მეზობელი და უახლოესი მეგობარი. 

ამერიკელი ჟურნალისტების მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში ნათია სულაც არ ჩანს ისეთი როგორიც რეალურად იყო. მაშინ ვარაუდობენ, რომ დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ გამოიწვია ბაშალეიშვილის გარეგნული ცვლილება.

ეს ყველაფერი არ არის, ისინი ვინც,  9 აპრილის აქამდე უცნობ კადრებში "შაბათის ეთერმა" ამოიცნო, "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებთან დეტალურად ჰყვებიან ჰყვებიან იმ რუსეთის მიერ მოწყობილ სისასტიკეზე. 

9 აპრილის უცნობი კადრები - ნატა ქაჯაია დეტალებთ

მსგავსი სიახლეები