წულუკიანი გახარიას კომისიაზე სხდომაზე 14 აპრილს იბარებს

12.04.25 21:54
წულუკიანი გახარიას კომისიაზე სხდომაზე 14 აპრილს იბარებს

წულუკიანის კომისია ექსპრემიერ გიორგი გახარიას ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 14 აპრილს, ორშაბათს იბარებს.

გახარიას დაბარების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი, თუმცა რიცხვი დაკონკრეტებული არ ყოფილა. 

"14 აპრილს, 12:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.
სხდომაზე მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით." - ნათქვამია  კომისიის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯერჯერობით უცნობია მივა თუ არა წულუკიანის კომისიაზე გიორგი გახარია. 

მსგავსი სიახლეები