მორიგი სკანდალი "ოცნების" ირგვლივ - წულუკიანის კომისიას კიდევ ერთი დაზარალებული პასუხობს

13.04.25 17:11
მორიგი სკანდალი "ოცნების" ირგვლივ - წულუკიანის კომისიას კიდევ ერთი დაზარალებული პასუხობს

"ქართული ოცნების" ირგვლივ სკანდალი არ ცხრება - წულუკიანის საგამოძიებო კომისიას 2003 წელს მოკლული გიორგი გაბუნიას და, ია გაბუნია უპირისპირდება. 

ქალი ამბობს, რომ მისი ოჯახი სამართალს 20 წელია ეძებს.  

  • მოქალაქე ია გაბუნია, ამტკიცებს, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციისას მოკლულმა ზურაბ ვაზაგაშვილმა 2002 წელს მოქალაქე ბექა პაპუაშვილი მოკლა და როგორც თვითმხილველი, ერთი წლის შემდეგ, მოიშორა მისი ძმა, გიორგი გაბუნია. 

"ვაზაგაშვილმა ჩემი ძმა მოკლა, აწამა, ყველა ნეკნი დაუმტვრია, დანებით დასერა და 16 სართულიანის სახურავიდან აგდებდა, გიორგი ცდილობდა მოაჯირს ჩაჰკიდებოდა, რა დროსაც წიხლები ურტყეს და ხელი გააშვებინეს"  - ასე აღწერს ქალი მისი ოჯახის უახლოესი წევრის გარდაცვალებას.

ვისაც გგონიათ რომ ხმას არ ვიღებდი აქამდე! მაშინ როცა თითზე ჩამოთვლილი ადამიანები გვედგნენ გვერდით, რადგან ყველას ეშინოდა ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა ამოეღოთ!

როცა ვაზაგაშვილმა ჩემი ძმა მოკლა, აწამა, ყველა ნეკნი დაუმტვრია, დანებით დასერა,  და  16 სართულიანის სახურავიდან აგდებდა, გიორგი გაბუნია მაინც იბრძოდა, ცდილობდა მოაჯირს ჩაჰკიდებოდა, რა დროსაც წიხლები ურტყეს და ხელი გააშვებინეს. მას არ შეუწყვეტია ბრძოლა და არც მე შევწყვეტ, სანამ წულუკიანი არ დაისჯება სათანადოთ და ჩერგოლეიშვილმა ხმა ჩაიგდოს და ნუ პირდება,  რომ არავის დაიჭერს, თან ძალიან ფანტაზიებში ნუ გადავარდება და ნუ გონია, რომ მისი გადასაწყვეტი იქნება, ვინ დაისაჯოს და ვინ არა!"- წერს გაბუნია. 

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიას გარდაცვალებაზე საქმე თავიდან თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა შემდეგ გადაკვალიფიცირდა ჯერ თვითმკვლელობამდე მიყვანის, შემდეგ კი მკვლელობის მუხლით.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, გაბუნიას მამა ლევან გაბუნია აცხადებდა, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საქმის გამოძიების იმედი ჰქონდა, მაგრამ წინსვლა არ არის.

ასევე ნახეთ

მსგავსი სიახლეები