რას შეეწირა გმირების სიცოცხლე? - ოკუპანტების მსხვერპლთა ოჯახები წულუკიანს პასუხობენ

13.04.25 20:19
რას შეეწირა გმირების სიცოცხლე? - ოკუპანტების მსხვერპლთა ოჯახები წულუკიანს პასუხობენ

ოკუპანტების მსხვერპლთა ოჯახებს თეა წულუკიანთან კითხვები აქვთ: რას შეეწირა მათი შვილების და ძმების სიცოცხლე? თამაზ გინტურის ძმა "ქართულ ოცნებას" საჯაროდ სთხოვს პასუხს, რატომ არ იძიებენ ეკლესიის კართან მისი ძმის მკვლელობის საქმეს?

უკვე მეორე დღეა საქართველოში თეა წულუკიანის განცხადებაზე ვნებათა ღელვა არ წყდება. "ქართული ოცნების" ლიდერმა გიორგი ანწუხელიძეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, "ვიღაცის პიარისთვის შეწირული" უწოდა. ის, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდა, ამბობს, რომ  წულუკიანის განცადებები ღალატი და მეომრების დამცირებაა.

წულუკიანს პასუხობენ დაბომბილი ქალაქიდანაც. გორში, რომელიც ოკუპანტების სისასტიკის სამიზნე იყო, ყველაზეე კარგად იციან, რა ჩაიდინეს რუსებმა. საქართველოს ჰყავს მოღალატე ხელისუფლება, რომელიც მოსკოვიდან იმართება - ასე ფიქრობენ გორში, სადაც 2008 წლის აგვისტოში რუსული ბომბები ცვიოდა.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები