გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მიდის

14.04.25 10:59
გიორგი გახარია წულუკიანის კომისიაზე მიდის

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ გეგმები შეცვალა - ექსპრემიერის მიერ 12:00 საათზე ჩანიშნული ბრიფინგი გაურკვეველი დროით გადაიდო.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" პრესსამსახურში "პირველებს" უთხრეს, რომ გიორგი გახარია ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე მივა. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა "ქართული ოცნების" პარლამენტის შესაბამის სამსახურს საშვის დაშვების მოთხოვნით უკვე მიმართა. 

12:00 საათზე გახარიას თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" პარლამენტში კომისიის სხდომაზე ელოდება.

გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. იმ დროს გახარია "ქართული ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

გახარია პირველი ადამიანია, რომელიც "ქართული `ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მომხდარი ამბის შესახებ გამოსაკითხად დაიბარეს.

მსგავსი სიახლეები