71 მლნ მივლინებებში და 30 მლნ სმა-ჭამაში- რაში ხარჯავს რეჟიმი მოქალაქეების ფულს
საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეულმა რეჟიმმა 71 მიილიონი მივლინებებში დახარჯა. ეს აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემებია.
სახელმწიფო მაკონტროლებელის დასკვნიდან ირკვევა, რომ კოლოსალურია რესტორნებში დახარჯული ე.წ წარმომადგენლობითი ხარჯებიც. ანუ სმა-ჭამაში "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ 2024 წელს 30 მილიონი გადაიხადა.
კორუფციის მკვლევარებმა აუდიტის სამსახურის დოკუმენტის გაცნობის შემდეგ თქვეს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს რეჟიმი პირადი კომფორტისთვის ხარჯავს, არადა, თავისუფლად შეიძლებოდა, ასი მილიონი მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარებოდა.
ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ ხარჯებთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობა, სამთავრობო სტრუქტურები, მთავრობასთან აფილირებული სსიპები იყენებე მივლენებებშ, პირადი ფუფუნებისთვის, აქეთ-იქით უაზრო სიარულში, ყველაზე კარგად ასახავს, თუ რა არის, საერთოდ, ქოცობა. ჩვენ ვხედავთ დაკნინებულ საბჭოთა დროინდელ სამოხელეო ძრომიალს იმისთვის, რომ ვიღაცა პარიზში გაუშვან, ვიღაცა ლონდონში, ვიღაცა ნიუ-იორკში გაუშვან. ამად იქაცა, რეალურად, საჯარო სტრუქტურები. მაგალითად, მწერალთა სახლი საქეიფო დარბაზად, მაგალითად, პარიზის წიგნის ბაზრობა "პაეზდკაში" ქოციანობის წასაყვანად და ა.შ., - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ბესიკ დონაძე პირდაპირ ამბობს, რომ იზოლაციაში მოქცეული რეჟიმი მოქალაქეების ფულს ახლა საკუთარი კომფორტისთვის და საზღვარგარეთ შოპინგისთვის ხარჯავს.
წარმომადგენლობითი ხარჯი 2024 წელს შეადგინა 30 მლნ ლარი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით, ჭამა-სმაში დახარჯულია ანუ წარმომადგენლობითი ხარჯი ითვალისწინებს ბანკეტებს, სასმელს, ყავას, ჩაის და ა.შ. ამას ემატება 71 მლნ ლარის მივლინებები და რომ შევაჯამოთ 100 მლნ ლარი დაიხარჯა ჭამაში და ფრენაში, რაც არის კოლოსალური თანხა. ეს თანხა დააკლდა საქართველოს მოქალაქეებს. ანუ ჩვენი ფულით ეს ადამიანები არ იკლებენ საკუთარ კომფორტს. ესიქნება მივლინებები, რომელსაც ისინი ძრითადად, შოპინგისთვის და სავაჭროდ იყენებენ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანებს უკვე ფიზიკურად არავინ ელაპარაკება საზღვარგარეთ ნორმალური, ცივილიზებული ქვეყნები, - ამბობს ბესიკ დონაძე.