20 ივნისს დაზარალებულები გახარიას: ვინ გასცა ბრძანება?

14.04.25 16:02
20 ივნისს დაზარალებულები გახარიას: ვინ გასცა ბრძანება?

ოცი ივნისს აქციის დარბევის დროს დაშავებულები გიორგი გახარიას აკრიტიკებენ. ხალხი, ვისაც სპეცდანიშნულების რაზმი ე.წ. დათვის ტყვიებს დამიზნებით ესროდა, დამკვეთს დასახელებას ითხოვს. 

დაზარალებულები დარწმუნებულები არიან, რომ გახარიამ ისიც, ვინ გასცა აკრძალული საშუალებებით ადამიანების დარბევის ბრძანება, მაგრამ დამნაშავეს ხელს აფარებს.

6 წლის წინ დაზარალებული დავით ფარდაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ წლების მერეც კაცს სამედიცინო დახმარება სჭირდება. 

ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა. გახარიას შეეძლო ემხილა მის ზემოთ მდგომი, დამკვეთი ან ნებართვის გამცემი. ამ დე ფაქტო მთავრობის პირობებში გამოძიებული არაფერი არ იქნება, იმიტომ რომ ყველა გზა ბიძინასთან მივა და თვითონ ბიძინას ვერ დაიჭერენ.

იდეები თანხმდებოდა ბიძინასთან და მერე ბიძინა ეუბნებოდა კურთხევას, რომ ყველაფერი ეკადრებინათ, ოღონდ თვითონ დარჩენილიყო ხელისუფლებაში.

20 ივნისს მერე ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად შეიცვალა. ახლა იმედი მეძლევა, რომ ჩემი მდგომარეობა შესაძლოა ცოტა გავაუმჯობესო, ახლა კლინიკაში ვარ და კიდევ თერაპიებს გავდივარ" - ამბობს დავით ფარდაშვილი. 

აქციის მონაწილეები გაბრაზდნენ იმის გამოც, რომ დღეს მაკოო გომურს თეა წულუკიანი იცავს. 

კონკრეტულად დაასახელოს ვინ გასცა ბრძანება, ვინ გამოიწვია ათეულობით საქართველოს მოქალაქის ცხოვრების დანგრევა. როცა ამას არ აკეთებ, არ ვიცი, შთაბეჭდილება რჩება, რომ შენი დუმილი თვის დროზე დაფასდა პრემიერ-მინისტრობით... დასმული მარიონეტი იყო, რომელსაც საერთოდ არანაირი უფლებამოსილება არ ჰქონდა. არ ვიცი ახლა ასეთი დეპუტატებიც გვყავს, მაგრამ თვითონვე ისეთ იმიჯს იქმნიდა, რომ თავისი იმიჯიდან გამომდინარე მაინც უნდა რცხვენოდეს თუ ასეთი ხელის ბიჭი იყო ივანიშვილის, რომ არ ეკითხებოდნენ, ვინ რას გააკეთებდა.

ყველამ კარგად ვიცით, რომ როცა ასეთ სერიოზულ ბრძანებებზეა საუბარი, არავის აქვს უფლებადა  მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი მასშტაბური გადაწყვეტილებები მიიღება ივანიშვილის მიერ" - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ წულუკიანის საგამოძიებო კომისიასთან საუბრის დროს თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიები მისი ბრძანებით არ გამოუყენებიათ, თუმცა მისივე მტკიცებით, მისთვის უცნობია, ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ეს. 

მსგავსი სიახლეები