დარბევა რომ დაიწყო, გახარია შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტში, გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს - ბოკუჩავა
ქოცი უდრის ქოცს. აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 20 ივნისის მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც გარეთ აქციის დარბევა დაიწყო, გიორგი გახარია "პარლამენტის დერეფნებში შეშლილი" დარბოდა, რადგან ის არაფრად ჩააგდეს და გადაახტდნენ, თუმცა მაშინ ის გაჩუმდა და პრემიერის პოსტიც მოიპოვა.
თინა ბოკუჩავა წერს, რომ გახარიამ სიმართლის თქმა ვერც ოპოზიციონერის რანგში გაბედა, თავს მხოლოდ ენმ-ზე თავდასხმით იწონებს და ამაშიც მას წულუკიანი ჯაბნის.
ქოცი უდრის ნაცს კი არა, ქოცი უდრის ქოცს. აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე. სინამდვილეში, მე გეტყვით რა მოხდა 20 ივნისს. "ნაცებით იყო გაჭედილი პარლამენტიო", ყალბი სიყეყეჩით ხომ ბრძანებდა დღეს ბატონი გახარია? კი, მე ვიჯექი სხდომათა დარბაზში, საიდანაც სერგეი გავრილოვი პირადად გავაგდე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, რითიც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. გახარია თავიდან ფეხებამდე ოფლისგან სველი, შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტის კორიდორებში რუსთაველზე დარბევა რომ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ "სუპერძალოვან მინისტრს” გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს. თუმცა, საკუთარი თავის გადასარჩენად და იმიტომ, რომ მისი ყალბი სიყეყეჩის მიღმა იმალება საკმაოდ გაუბედავი კაცი, მან ეს არ თქვა და მოიპოვა პრემიერად დაწინაურება. ვერც "ოპოზიციონერობის" პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი, რითიც თავს იწონებს, ოპოზიციონერის რანგში "ნაციონალურ მოძრაობაზე" თავდასხმაა. ოღონდ, მაგაშიც კომისარი წულუკიანი ჯობნის და ჯაბნის.
ყველამ კარგად იცის, ვინც 20 ივნისს ქოცების მხარეს არ იდგა, რომ ეს იყო თვითორგანიზებული სახალხო ანტირუსული აქცია, არანაირი “ორგანიზებულ შტურმს” ადგილი არ ჰქონდა და ერთადერთი დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იყო პროტესტის სისხლიანი დარბევა. უახლოეს მომავალში იხილავთ "ნაციონალური მოძრაობის" სიმართლის კომისიას, სადაც მოისმენთ ქოცურ-რუსული პროპაგანდის საპირწონე ფაქტებს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს, - წერს თინა ბოკუჩავა.