გახარიამ კარტები გახსნა: ნიკა მელიას დაკავების ბრძანება ივანიშვილმა გასცა

14.04.25 20:15
გახარიამ კარტები გახსნა: ნიკა მელიას დაკავების ბრძანება ივანიშვილმა გასცა

"პროცესში სამართავად შემოვიდა ივანიშვილი" - ამ ერთი ფრაზით გიორგი გახარიამ მთავარი სათქმელი თქვა. ექს პრემიერმა ივანიშვილი მისივე გუნდის წინაშე ამხილა. გახარიამ თქვა, რომ პოლიტიკიდან თითქოს წასული კაცი, რომელიც ყველას დაემშვიდობა, მელიას დაკავების დროს ასპარეზზე გამოვიდა და პრემიერის გვერდის ავლით, ამ პროცესს პირადად მართავდა. 

ის, რაც აქამდე მხოლოდ "ოცნების" წევრებმა იცოდნენ, ახლა მთელი საქართველოს გასაგონად მოიფინა. გახარია ამტკიცებს, რომ 2021 წლის 18 თებერვალს, გადადგომის დილას, ის პოლიტსაბჭოს შეხვედრას ითხოვდა, რათა შეეფასებინათ რისკები, რომელიც მელიას დაკავებას მოჰყვებოდა. ახლა ირკვევა, რომ ამაშიც ივანიშვილის ხელი ერია. 

გახარიას დაკითხვის მიზანი 5-საათიანი კითხვა პასუხის ბოლო ეპიზოდში გამოჩნდა. გახარიას თითქმის ათჯერ კითხეს, რომელი ქვეყნის ელჩს შეხვდა მელიას დაკავების წინ და გადააფიქრებინეს თუ არა მას უცხოელებმა, რომ მელია ციხეში არ გაეშვათ. ამით წულუკიანი ცდილობდა მთელი აქცენტი "ქართული ოცნების" შეთქმულების თეორიებზე და გარე ძალებზე გადაეტანა. 

გახარია წულუკიანის სხდომაზე - დეტალები ვრცლად გუგა არჩვაძის რეპორტაჟში ნახეთ.