კრემლი ოლიგარქს დაპირებულ ბოდიშს ახსენებს და მოლაპარაკებებზე იწვევს

14.04.25 20:47
კრემლი ოლიგარქს დაპირებულ ბოდიშს ახსენებს და მოლაპარაკებებზე იწვევს

ოფიციალურ მოსკოვს თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა უნდა. ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. სერგეი ლავროვის მოადგილეს იმედი აქვს, რომ არჩევნების წინ, ივანიშვილის მიერ დადებული ბოდიშის მოხდის პირობა შესრულდება. მიხაილ გალუზინის ეს განცხადება აჩენს განცდას, რომ არაფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ახლა კრემლი ცდილობს საჯარო თანხმობა თბილისისგან მიიღოს. 

დღეს სერგეი ლავროვის მოადგილე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც "ქართულ ოცნებას" ურთიერთობების გაღრმავება შესთავაზა. საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ იყო პუტინის პრესსპიკერი. პესკოვმა თქვა, რომ პასუხი არ ეჩქარებათ.  

რა ხდება რეალურად? - ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრს, ოთარ ფარცხალაძეს საქმიანი რუსეთის პორტალზე ოფიციალურად უწერია, რომ ის მუშაობს თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ასევე მისი აღდგენილია ფრენები და მისი შუამდგომლობით გააუქმა პუტინმა სავიზო რეჟიმი. 

დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან - დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.